PINK Summer, 2013 - #1 | Page 70

ჯანმრთელობა არსებობს SPF-ს ამერიკული და ევროპული სისტემა. ამერიკული მაჩვენებლები ევროპულის გაორმაგებულია, ანუ ამერიკული 20 ნიშნავს ევროპულ 10-ს და ა.შ. სინამდვილეში: კანის გამუქება სხეულზე უ.ი. სხივების ზემოქმედების შედეგია, დამწვრობა კი ი.წ. (ინფრაწითელი) სხივებისა, ასე რომ, ერთ დღეში გაშავების მოლოდინით ნუ დაიწვავ კანს, გაირუჯე ნელ-ნელა. ევროპული SPF სისტემა დაფუძნებულია დროზე, რომლის გატარებაც შეუძლია ფერმკრთალ ადამიანს მზის გულზე ისე, რომ არ გაწითლდეს და არც გამუქდეს. ეს საშუალოდ 20 წუთია; SPF 8 ნიშნავს, რომ ასეთი მაჩვენებლის კრემის გამოყენების შემთხვევაში თეორიულად შეგიძლია 8x20 წუთი (160 წთ) გაჩერდე მზეზე და არ დაიწვა; სინამდვილეში ჩვენ არასდროს ვიცით, რამდენ ხანში დავიწვებით, რადგან ოფლი, გარემოს ტენიანობა და სხვა ფაქტორები ამცირებენ დამცავი კრემების ეფექტს. ასე რომ, მხოლოდ ამ ინფორმაციით თავს ვერ დაიცავ. სინამდვილეში: ეს მითი D ვიტამინის საჭიროებას უკავშირდება. იგი მართლაც აუცილებელია ორგანიზმისთვის და ნამდვილად გამომუშავდება მზის სხივების კანზე ზემოქმედების შედეგად, მაგრამ ზომიერება აქაც უნდა იყოს დაცული. D ვიტამინის საკმარისი რაოდენობის მიღებისათვის დიდი ხნით მზეზე გაჩერება სულაც არაა აუცილებელი. დღეში ერთხელ გასეირნება, თუნდაც გრძელმკლავიანი მაისურით, სრულიად საკმარისია აღნიშნული ვიტამინის საჭირო დოზის მისაღებად. თუ მაინც გაწუხებს შენს ორგანიზმში D ვიტამინის შეღწევის საკითხი, სჯობს, მიმართო ექიმს. სინამდვილეში: კანი თუ წითლდება, ე.ი. იწვება. კანის გაწითლება კანქვეშ მდებარე სისხლძარღვების გაფართოების გამო ხდება, რაც მზის სხივების ზემოქმედების პასუხია. ასე რომ, თუ გაწითლდი, მოერიდე მზეს და ეცადე კანი გაიგრილო, დაიდო ცივი საფენი, გრილი წყალი გადაივლო და ა.შ. სინამდვილეში: დამცავი კრემი მხოლოდ გარკვეული დროით მოქმედებს, რაც ძალიან ინდივიდუალურია და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი იქნება მისი SPF. მზის გულზე გამოძინებაზე არც იფიქრო. 70 PINK | ზაფხული 2013